News & updates
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 2026-ის ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერებს, საზოგადო მოღვაწეებს გამორჩეული საქმიანობისთვისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.
კავკასიის მედიის სკოლის ინიციატივით, კავკასიის უნივერსიტეტი შეუერთდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონსორციუმის სასწავლო-კვლევით პროექტს „აღმოსავლეთ ევროპაში ჟურნალისტიკისა და მედიის კვლევების ახალი პერსპექტივები“ - „New Horizons for Journalism and Media Research in Eastern Europe“.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მცხეთა-მთიანეთის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე - მცხეთაში გაიმართა.
GITA-ს კახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამა დემო დღით დასრულდა, სადაც მონაწილეებმა ოთხკვირიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად განვითარებული სტარტაპ იდეები წარადგინეს.
ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Home Health Care Management & Practice“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ ვერულავას სტატია “Impact of Remote Patient Monitoring Systems on Hospitalization Reduction and Nursing Workflow Among Patients With Chronic Diseases in Georgia: A Mixed-Methods Study”.
20-24 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
7-8 ივლისს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ნაშრომების დაცვა.
13-15 ივლისს, მედიცინის სკოლას ეწვივნენ ისრაელის Yezreel Valley College-ის საექთნო დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი იყო ორ ინსტიტუციას შორის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავება თანამედროვე მედიცინისა და საექთნო განათლების მიმართულებით.
Read from cu.edu.ge on 12 Aug 2026. Check with the university before you rely on a date or a figure.