No colleges match “”. Press Enter to search anyway.

Batumi Shota Rustaveli State University campus
Georgia

Batumi Shota Rustaveli State University

Batumi, Georgia Official site

News & updates

18 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნერიმან ცინცაძემ, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ იაპონური კულტურის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ბსუ-ს ლექტორის, იაპონისტის ლაშა ბოლქვაძისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზბეკეთის ბუხარას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ობიჟონ ხამიდოვს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ობიჟონ ხამიდოვი ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე, უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე. შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა ესწრებოდნენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის, ბიოქიმიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების საკითხებზე II გლობალური სიმპოზიუმი (GSCBH 2026) მიმდინარეობს. ორდღიანი სიმპოზიუმი ორგანიზაცია „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობისა” და ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

Read from bsu.edu.ge on 12 Aug 2026. Check with the university before you rely on a date or a figure.

Pages related to what you are reading, built from the same college data.